კინოხელოვნება

‘ერთი დღე დედამიწაზე’ (12.12.12.)

11 დეკემბერი, 2012 • 1058
‘ერთი დღე დედამიწაზე’ (12.12.12.)

2012 წლის 12 დეკემბერს თეატრალური უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ვიდეოსიუჟეტებს გადაიღებენ და „ერთი დღე დედამიწაზე“ შემქმნელებთან გააგზავნიან. 

 

”ერთი დღე დედამიწაზე” საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთი დღის  განმავლობაში პროფესიონალი და მოყვარული დოკუმენტალისტების მიერ გადაღებულ ვიდეომასალას ეყრდნობა. მონაწილეები 24 საათის განმავლობაში იღებენ ვიდეოსიუჟეტებს  საკუთარი ქვეყნისა და გამოცდილების შესახებ.  ამ უნიკალურ მასალაზე დაყრდნობით იქმნება დოკუმენტური ფილმი „ერთი დღე დედამიწაზე“. 

 

წელს ამ მსოფლიო გადაღებაში ათასობით დოკუმენტალისტი, ასობით სკოლა და ორგანიზაცია მონაწილეობს.

 

პირველი „ერთი დღე დეამიწაზე“ 2010 წლის 10 ოქტომბერს გადაიღეს, 10.10.10., ხოლო მეორე – 2011 წლის 11 ნოემბერს, 11.11.11. წელს გადაღება დაგეგმილია 12 დეკემბერს – 12.12.12.

 

პროექტი ნებისმიერი კულტურის, მრწამსისა და ეროვნების ადამიანისათვის ღიაა და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია.

 

გაეროს განვითარების პროგრამა, სხვა საერთაშორის ორგანიზაციებთან ერთად, ამ გლობალური ინიციატივის მონაწილე და ხელშემწყობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი