ხელოვნება

პოსტსაბჭოთა დრამატურგია-აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში

25 ნოემბერი, 2012 • • 1072
პოსტსაბჭოთა დრამატურგია-აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში

ფორუმი 25 ნომებრიდან -27 ნოემბერის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინიციატივით იმართება.

საერთაშორისო ფორუმზე თბილისში შეიკრიბებიან ახალგაზრდა თეატრის კრიტიკოსები პოსტსაბჭოთა სივრციდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ლიტვიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და საქართევლოდან, რომლებიც წარმოადგენენ მოხსენებებს საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე თეატრსა და ეროვნულ დრამატურგიაში საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე.

პლენარული სესიების გარდა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართება -გამოცემის „პოსტსაბჭოთა დრამატურგია“ პრეზენტაცია, დრამატურგ რეზო კლდიაშვილის წიგნის პრეზენტაცია, კრებულში შესული პიესების თეატრალიზებული კითხვა.
 
 
ორგანიზატორების განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საერთაშორისო ფორუმი პირველი მცდელობაა, შეიკრიბონ დრამატურგები და თეატრის კრიტიკოსები  პოსტსაბჭოთა სივრციდან და ერთობლივად იმსჯელონ შემოქმედებით პრობლემებზე და იმ ტენდენციებზე, რასაც ადგილი აქვს თითოეული ქვეყნის თეატრსა და უახლეს დრამატურგიაში.
 
საერთაშორისო ფორუმი დღეს, 25 ნოემბერს, დილის 11 საათზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი