კინოხელოვნება

“მწვანე ბილიკის” გმირი, მაიკლ დანკანი გარდაიცვალა

4 სექტემბერი, 2012 • 2811
“მწვანე ბილიკის” გმირი, მაიკლ დანკანი გარდაიცვალა

გულის პრობლემების გამო მსახიობი ბოლო თვეების მანძილზე მუდმივად მკურნალობდა, მიუხედავად ამისა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით, 13 ივლისს, ის ლოს ანჯელესის ერთ–ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ორშაბათს, 3 სექტემბერს გარდაიცვალა.

მსახიობს არაერთი როლი აქვს შესრულებული ცნობილ მსახიობებთან ერთად, თუმცა მას ყველაზდე დიდი პოპულარობა მსახიობ ტომ ჰენქსთან ერთად, ფილმში “მწვანე ბილიკი” მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა.


პერსონაჟ ჯონ კოფის როლის შესრულებისთვის დანკანი 2000 წელს “ოსკარზე” და “ოქროს გლობუსზე” იყო ნომინირებული როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი.

დანკანი ასევე მონაწილეობდა ფილმში “არმაგედონი”, სწორედ “არმაგედონში” შესრულებული როლის შემდეგ, მსახიობ ბრიუს ვილისის რეკომენდაციით, მან “მწვანე ბილიკში” მონაწილეობაზე მიიღო შეთავაზება.

 

გარდა ამისა მსახიობს შესრულებული აქვს მეორე ხარისხოვანი როლი ფილმებში “დეარდევილი”, “ცოდვის ქალაქი”, ხოლო რამდენიმე ფილმი, რომელშიც მსახიობს მონაწილეობა უნდა მიეღო ჯერ კიდევ გადაღების პროცესშია.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დანკანი ვეგეტარიანელი გახდა, ის სარეკლამო კამპანიას შეუერთდა, რომლის მთავარი მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოწოდებაა.

მსახიობმა სარერკლამო რგოლშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ლაპარაკობდა მას შემდეგ რაც ხორცის ჭამაზე უარი განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი