კინოხელოვნება

ვენეციის 69-ე კინოფესტივალი დაიწყო

30 აგვისტო, 2012 • • 1203
ვენეციის 69-ე კინოფესტივალი დაიწყო

წელს ვენეციის კინოფესტივალზე 18 ძირითადი საკონკურსო ფილმის ჩვენება მოხდება. ასევე, კინოფესტივალის ფარგლებში კინოინდუსტრიაში არსებული 10 იშვიათი ფილმის ჩვენებაც მოეწყობა.

წელს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი მაიკლ მანია, რომელსაც დახმარებას მოდელი ლეტიცია კასტა გაუწევს.

ოქროს ლომის მოპოვების მთავარ კანდიდატად ბრაიან დე პალმას ფილმი “ვნება” მიიჩნევა.

ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი განყოფილების “Venec Days” – ჩვენებაში მოხვდა ქართველი რეჟისორის რუსუდან ჭყონიას ფილმი “Keep Smiling”, რომელიც მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსის შესახებ მოუთხრობს მაყურებელს.

წელს კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო 89 წლის ფრანჩესკო როსის გადაეცემა.

კინოფესტივალი კი 8 სექტემბერს ფრანსუა ჟან პერ ამერის ფილმით “ადამიანი, რომელიც იცინის” ფილმის ჩვენებით დაიხურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი