ხელოვნება

ბერამ ბათუმში ფანები ალოდინა

27 აგვისტო, 2012 • 1575
ბერამ ბათუმში ფანები ალოდინა

“მე არ გამიგია, ერთი საათით დაიგვიანოს კონცერტის დაწყებამ, აღარ მინდა კონცერტი”, – ბრაზობდა ჭყლეტაში მოყოლილი გოგონა.

“სად ხარ ბერა? სად? აუუ, დავიღალე, დამატყდა ფეხები”, – წუხდნენ სხვებიც.

ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ ბერა ივანიშვილი სცენაზე გამოჩნდა. 

ბერამ ქართველი მსმენელისთვის უკვე საკმაოდ ნაცნობი სიმღერები შეასრულა. მათ შორის–  “გპირდები”, “ქართული ოცნება”, “Don’t Worry”. ერთი სიმღერა დედას მიუძღვნა. 

“ქართული ოცნება” ბერამ მამამისის ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად გარეპა.

ბერამ თავის ფანებს, როგორც თვითონ განაცხადა, “პატარა სიურპრიზი” გაუკეთა. მან საჯაროდ გამოაცხადა თავისი მობილურის ნომერი და ვისი ზარიც პირველი დაფიქსირდებოდა მის ტელეფონში, ის მას სცენაზე მიიწვევდა. ამის პატივი ახალგაზრდა გოგონას, ლიკას ხვდა წილად. ლიკა ბერასთან ერთად სცენაზე სიმღერის “ჩემი პირველი სიყვარულის” განმავლობაში იდგა.

 

ბერამ სოლოკონცერტების ტურნე საქართველოს მასშტაბით საჩხერიდან დაიწყო. გუშინ საღამოს კი მეორე კონცერტი ბათუმში გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი