ხელოვნება

ჯგუფი ‘შინი” წინასაარჩევნო საკონცერტო ტურნეს იწყებს

24 აგვისტო, 2012 • 1210
ჯგუფი ‘შინი” წინასაარჩევნო საკონცერტო ტურნეს იწყებს

„ერთი ხმა, რომელიც გადაწყვეტს ჩვენს საერთო მომავალს!“ – ასეთია ჯგუფ “შინისა” და ქართველი ემიგრანტების პროექტის მთავარი მესიჯი.

პროექტის ფარგლებში ემიგრანტები მიმართავენ საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს – მოუწოდონ საქართველოს მოსახლეობას 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობისკენ.

 

პროექტთან დაკავშირებით ხელოვანებს წერილობით მიმართავს ჯგუფი “შინი”:

 

“დაბადებიდან მოუცია გამჩენს საჩუქრად არჩევანის უფლება და ჩვენ კი მთელი წინა ცხოვრება მოვუწყვეთ ჩვენს თავს არადანის განაჩენი. ისევ ვაბრალოთ სხვას, თუ მივხვდეთ იქნებ, რომ ის არადანი ჩვენი არჩევანი იყო?! დღეს ვიყენებთ ღვთისგან ბოძებულ უფლებას და ვირჩევთ, თუ როგორი უნდა იყოს სამშობლო, ანუ ძალიან რბილად რომ ვთქვათ, გამოგვაქვს მისთვის და ჩვენთვის განაჩენი!”

 

პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ერთი ხმა“ რეალურად უნდა იქცეს ქვეყნის ხმად:

 

“რაც შეიძლება მეტ ხელოვანს უნდა მიეცეს ჩვენი საერთო მოწოდების საკუთარი შემოქმედებით გამოხატვის შესაძლებლობა, და, რაც მთავარია, ეს სათქმელი საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონამდე უნდა მივიტანოთ…”

 

პროექტის ფარგლებში პირველ ღონისძიებას თავად ჯგუფი „შინი“ გამართავს. „ერთი ხმის“ ეგიდით ჯგუფის პირველი კონცერტი დღეს ზუგდიდში ჩატარდება. მუსიკალურ ტურნეს „შინი“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოაწყობს.

 

პროექტის ფარგლებში შექმნილია ფონდი, რომელშიც პირველი შენატანი – 20 000 ლარი ჯგუფ “შინის”- სოლისტმა ზაზა მიმინოშვილმა და პროექტის მენეჯერმა ალექსანდრე ყანჩაველმა განახორციელეს:

 

“დარწმუნებულები ვართ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბევრ ჩვენს თანამემამულეს ექნება სურვილი, ასეთივე სახის მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომლის მიზანი საქართველოს მოსახლეობის მხარადჭერაა”, – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

 

შეგახსნებეთ, რომ ჯგუფ “შინის” სოლისტმა ზაზა მიმინოშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი დის გათავისუფლების მიზეზად საკუთარი თავი დაასახელა:

 

“დამნაშავე ვარ მე. ჩემი ზარი 26 მაისს ჩემს ბავშვობის მეგობართან მაია ფანჯიკიძესთან. ჩვენი სატელეფონო საუბარი 26 მაისის დღის მილოცვით დაიწყო. მე 27 მაისს ჩემი სურვილის შესახებ ვუთხარი, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც საქართველოს სჭირდება, მოხდეს ისე, როგორც საჭიროა, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდეს  აქციაზე და ამასთან, ძალიან დიდი წუხილი გამოვხატე ჩემი იქ არყოფნის გამო. თუმცა მე მათ გვერდით ვარ და ყოველთვის ვიყავი კიდეც. მე, რასაკვრიველია, ვიცოდი, რომ ღია ეთერში ვლაპარაკობდი,”- განაცხადა 28 მაისს ზაზა მიმინოშვილმა.

 

მისი და – მაია მიმინოშვილი სამსახურიდან 28 მაისს დაითხოვეს, რის შემდეგაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი საკუთარ რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი