ხელოვნება

რეჟისორი ტონი სკოტი ხიდიდან გადახტომის შემდეგ გარდაიცვალა

20 აგვისტო, 2012 • 1947
რეჟისორი ტონი სკოტი ხიდიდან გადახტომის შემდეგ გარდაიცვალა

თვითმხილველების განცხადებით, რეჟისორმა მანქანა ხიდთან ახლოს გააჩერა, ხიდზე ავიდა და წყალში გადახტა.

68 წლის ტონი სკოტის გვამი დაახლოებით სამი საათის ძებნის შემდეგ იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

რეჟისორი ცნობილია ფილმებით Man on Fire ; Unstoppable; The Taking of Pelham 1 2 3.

ტონი სკოტი საკუთარ ფილმებში სათამაშოდ  ხშირად იწვევდა მსახიობ დენზელ ვაშინგტონს. გარდაცვალებამდე, როგორც ცნობილია, ტომ კრუზთან ერთად ფილმის The Gun  გაგრძელებაზე მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი