აფიშახელოვნება

რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია და გამოფენა

24 ოქტომბერი, 2016 • 2490
რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის  პრეზენტაცია და გამოფენა

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეა ცნობილი ქართველი მხატვრის,  რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის  პრეზენტაციას და მისივე  ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.

თიბისი ბანკის ცნობით, ალბომი მხატვრის 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორისაა ბავშვობის პერიოდის ნახატები, გრაფიკა, ფერწერა, ილუსტრაცია.

რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომი  ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე და მისი შეძენა პრეზენტაციაზე იქნება შესაძლებელი.

ალბომი გამომცემლობა „არტანუჯმა“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი გალერეა, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული)

რუსუდან ფეთვიაშვილის გამოფენა

რუსუდან ფეთვიაშვილის გამოფენა

მასალების გადაბეჭდვის წესი