ხელოვნება

ბერლინი – Mercedes-Benz Fashion Week

9 ივლისი, 2012 • 1287
ბერლინი – Mercedes-Benz  Fashion Week

ბერლინში 7 ივლისს დასრულდა ბერლინის 2013 წლის გაზაფხული/ზაფხულის  Mercedes-Benz  Fashion Week, სადაც კოლექციები წარმოადგინეს როგორც დამწყებმა, ასევე მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილმა დიზაინერებმა.

ბერლინში, სხვადასხვა ადგილას მეთერთმეტედ გაიშალა მერსედესის თეთრი კარავი, რომელიც მიმდინარე დღეებში გერმანიის ჩაცმის, კულტურის, lifestile-ის,  ფოტო და გამოყენებითი ხელოვნების ეპიცენტრად იქცა.  ყოველდღეურად იმართებოდა ათი ჩვენება, კვირეულის ფარგლებში პარალელურად მიმდინარე გამოფენებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გარდა.

წარმოდგენა EESCADA SPORT -ით დაიწყო. Lila Down -ის ჰანგებზე აჟღერდა  ლილისფერი, მკვეთრი წითელი შერწყმული თეთრთან.  მადლენ შეფერის (madeleine shafär) კოლექცია ფერის და სივრცის რომანტიკული თამაში გახლდათ, რომელიც კალიფორნიის, მექსიკის და გვატემალას ჰაერით სუნთქავდა. ჰიპილი – ტრადიციული გვატემალური სამოსია, კვადრატული ფორმის, მისი კომბინაცია ფაფუკ გრძელ შარვლებთან  დიზაინერის ამა თუ იმ look-ის შთაგონების წყაროდაც იქცა.  

ლენა ჰოშეკი (Lena Hoschek) თავისი სტილის განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა – კერძოდ, რეტრო, პანკი და  როკ ენ როლი. სვირინგები და ჩქარი მანქანები მისი კოლექციისთვის დამახასიათებელია. სეზონიდან სეზონამდე ახალი თემა ენაცვლება ძველს, იცვლება ადგილიც, მოხატულობაც  და ფერიც. სილუეტი ბრენდის დაარსებიდან, ანუ  2006 წლიდან უცვლელია.  

ავგუსტინ ტებული (Augustin Teboul) ბერლინის მოდის კვირეულის განძია. ამბიციური დიზაინი განსაკუთრებული საშემსრულებლო სიზუსტით გამოირჩევა. ყაისნაღით ნაქსოვი ერწყმის მაქმანს. ნაქარგები თანამედროვე და ელეგანტურია. ყორნისფერი ტყავი, ჯინსი და აბრეშუმი, სვაროვსკის ბროლით მოკაზმული. ეს ბრენდი გერმანელი Augustin Annelie–ის და ფრანგი Odély Teboul  -ის დაარსებულია ბერლინის ესმუდის (esmod 10EA) სადიზაინერო სასწავლებლში სწავლისას.

Dawid Tmaszewski იშვიათი ნიჭით გამორჩეულ დიზაინერთა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ყოველი ჩვენება ზღაპრულ სამყაროში იტაცებს მაყურებელს და სპექტაკლის დრამატულ განვითარებას ჰგავს, არა მარტო განხორციელებული ჩანაფიქრის სიღრმით, არამედ განუმეორებელი ოსტატობით შესრულებული ვიზუალური მხარითაც.   2013 წლის ზაფხულის კოლექციის შთაგონების წყარო პორტუგალია გახლდათ. ფადოს მელანქოლიური ჰანგები, აზულეჯო (Azulejo) მოზაიკები და ედუარტო ნერის (Eduarto Nery) გრაფიკა  წლევანდელი კოლექციის თანმხლები იყო.   

კავია გუში (Kaviar gauche) 2004 წელს გამოჩნდა გერმანული მოდის სამყაროში. გერმანელ კინოვარსკვლავთა შორის ძალიან პოპულარულია ჰაეროვანი აბრეშუმის საღამოს კაბები პასტელის ბაც ფერებში, რომელიც მდოგვის ფერთა გამას ერთვის.

ხუთ ივლისს გერმანიაში სხვებთან ერთად  კომერციულად წარმატებული დიზაინერებიც წარდგნენ: რენა ლანგე (rena lange), ლაურელ( Laurel), მარკ კაინ ( Marc cain)  და სხვები. 

DAWID TOMASZEWSKI
DAWID TOMASZEWSKI

DAWID TOMASZEWSKI
DAWID TOMASZEWSKI

DAWID TOMASZEWSKI
DAWID TOMASZEWSKI

escada
escada

escada
escada

escada
escada

escada
escada

HUGO BY HUGO
HUGO BY HUGO

HUGO BY HUGO
HUGO BY HUGO

KAVIAR GAUCHE
KAVIAR GAUCHE



ფოტო: www.mbfashionweek.com

მასალების გადაბეჭდვის წესი