აფიშახელოვნება

ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა 21 მაისს გაიხსნება

19 მაისი, 2012 • 3372
ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა 21 მაისს გაიხსნება

21 მაისს, 19:00 სთ–ზე “თიბისი გალერეაში” ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

გამოფენაზე მხატვრის ის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ ყოფილა. წარმოდგენილი ტილოები დღემდე მხოლოდ მხატვრის ოჯახში და კერძო კოლექციებში ინახებოდა.

გამოფენა პროექტ “ქართული მხატვრობის” ფარგლებში იმართება. ექსპოზიციის პარალელურად, პროექტის ფარგლებში ალბომის “ირაკლი ფარჯიანის” პრეზენტაცია შედგება.

პროექტი “ქართული მხატვრობა” ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ თიბისი ბანკისა და ჟურნალ “ტაბულას” მხარდაჭერით ხორციელდება და ყოველთვიურად ცნობილი ქართველი მხატვრების ალბომები გამოიცემა. ირაკლი ფარჯიანის ალბომი რიგით მეხუთე იქნება.

გამოფენის მონახულება 25 მაისის ჩათვლი ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი