ხელოვნება

ДДТ-ს კონცერტი სავარაუდოდ ბათუმში გაიმართება

2 მაისი, 2012 • 1218
ДДТ-ს კონცერტი სავარაუდოდ ბათუმში გაიმართება

ჯგუფ ДДТ-ს კონცერტი, სავარაუდოდ, თბილისის ნაცვლად ბათუმში გაიმართება, ამის შესახებ ნეტგაზეთს MS Company-ში განუცხადეს:

“თავდაპირველად დაგეგმილი იყო კონცერტის თბილისში, სპორტის სასახლეში გამართვა, თუმცა შემდეგ გეგმები შეიცვალა. კონცერტი, სავარაუდოდ, ბათუმში ივნისის ბოლოს ჩატარდება, თუმცა დაზუსტებითი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, რადგან კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ”, – განაცხადეს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ცნობილი რუსული როკ-ჯგუფი ДДТ ერთხელ უკვე იყო საქართველოში, ჯგუფმა კონცერტი 2003 წელს გრიბოედოვის თეატრში გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი