ხელოვნება

Duta Production-ის ფილმების პრემიერა დღეს შედგება

26 აპრილი, 2012 • 1668
Duta Production-ის ფილმების პრემიერა დღეს შედგება
Duta Production–ისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაღებული ხუთი რეჟისორის ხუთი დამოუკიდებელი ფილმის პრემიერა დღეს, 20:00 საათზე შედგება.

” იასამნისფერი ალმანახი – … და მერე?!”, – ამ სათაურის ქვეშ გაერთიანებული ხუთი ფილმიდან ერთ–ერთის ავტორი დუტა სხირტლაძეა. მისი ფილმის სახელწოდებაა “..37”  და ის 1937 წლის რეპრესიების პერიოდზე მოგვითხრობს.

გარდა დუტა სხირტლაძის ფილმისა, პროექტში მონაწილეობენ დამწყები რეჟისორები: თაზო ნარიმანიძე, გიორგი ქობალია, გიგა ბაინდურაშვილი და ივა ფეზუაშვილი იღებენ.

“ეს არის ერთგვარი ნოვაცია, ექსპერიმენტი. ჩვენ “ჯეოსელის” 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსახლეობას მარტში ბევრი სიახლე და სიურპრიზი შევთავაზეთ, ეს პროექტი სწორედ ერთ-ერთი მათგანია”, – განაცხადა ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა ოსმან თურანმა.

ფილმების პრეზენტაცია დღეს თბილისსა და ბათუმში ერთდროულად შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი