ხელოვნება

Tbilisi street dance show

19 აპრილი, 2012 • 1229
Tbilisi street dance show

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2012 წლის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტი Tbilisi street dance show დაფინანსდა.

პროექტში მონაწილეობა თბილისის მასშტაბით არსებულ ბრეიქდანსის მოცეკვავე ჯგუფებს შეუძლიათ.

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ინფორმაციით, “პროექტის მიზანია ახალგაზრდა მოცეკვავე ჯგუფებისა და ინდივიდუალური მოცეკვავეების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების აქტიური წესის პროპაგანდა”.

მონაწილე გუნდების შეჯიბრების განრიგს კენჭისყრის შედეგად დაადგენენ. შეჯიბრებები იქნება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური.

გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის ტიტული და სპეციალური პრიზები გადაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი