ხელოვნება

I’ CULTURE Orchestra საქართველოში შერჩევით მოსმენებს მართავს

18 აპრილი, 2012 • 958
I’ CULTURE Orchestra საქართველოში შერჩევით მოსმენებს მართავს

I’ CULTURE Orchestra ორკესტრში ქართველი მუსიკოსების მისაღებად მოსმენებს მართავს.

ორკესტრი პოლონეთის კულტურის სამინისტროს პროექტს წარმოადგენს, რომელშიც საქართველოს მხრიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო, კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი და თბილისის კონსერვატორია მონაწილეობენ.

ორკესტრი ტურს წელს აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში გეგმავს, საქართველოში კი კონცერტი პირველი სექტემბერსაა დაგეგმილი.

ორკესტრის მენეჯერი ევა ბოგუსზ-მური ამჟამად საქართველოში იმყოფება.

შერჩევითი მოსმენები ქართველი ახალგაზრდებისთვის კონსერვატორიაში გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.

წელს ორკესტრს გასტროლები დაგეგმილი აქვს პოლონეთში, ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.

მასალების გადაბეჭდვის წესი