ხელოვნება

ძველი და თანამედროვე ქუთაისი ფოტოებში

3 აპრილი, 2012 • 2530
ძველი და თანამედროვე ქუთაისი ფოტოებში

ეროვნული არქივი, ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილთან ერთად, ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ძველი ქუთაისის ფოტოების თანამედროვე ანალოგების გადაღება უნდა მოხდეს.

მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა  2009 წელს, როცა ფოტოგრაფმა გიორგი მეუმიშვილმა ძველი თბილისის ფოტოების თანამედროვე ვარიანტები გადაიღო, რასაც თბილისში სპეციალური გამოფენა მიეძღვნა. გასულ წელს კი გურამ წიბახაშვილმა არქივთან თანამშრომლობით ბათუმი გადაიღო.

გურამ წიბახაშვილი,  ქუთაისის ძველი კადრების ახალ ანალოგებთან ერთად, ქალაქის თანამედროვე არქიტექტურასაც გადაიღებს. ძველი ქუთაისის ფოტოები დიმიტრი ერმაკოვის, გიორგი ნიკოლაძის, ნიკოლოზ საღარაძის და სხვა ფოტოგრაფების გადაღებულია.

პროექტის ფარგლებში გადაღებული ახალი ფოტოები ეროვნული არქივში შეინახება, მანამდე კი ქუთაისის იუსტიციის სახლში გამოიფინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი