კინოხელოვნება

ტონინო გუერა გარდაიცვალა

21 მარტი, 2012 • 2569
ტონინო გუერა გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი დრამატურგი ტონინო გუერა 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

მათი განცხადებით, ტონინო გუერას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მოსკოვში იტალიური კულტურის ინსტიტუტის უფროსმა, პროფესორმა ადრიანო დელ ასტამ მიაწოდა.

ლეგენდარული იტალიელი პოეტი და სცენარისტი ტონინო გუერა სცენარებს წერდა ისეთი ცნობილი რეჟისორებისთვის, როგორიცაა– მიქელანჯელო ანტონიონი, ფედერიკო ფელინი, ანდრეი ტარკოვსკი და სხვ.

ტონინო გუერა საქართველოში ჩამოსვლას გასულ წელს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე(BIAFF) გეგმავდა, თუმცა, ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, მან ჩამოსვლა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი