ხელოვნება

კინოფესტივალზე “ამირანი” ფილმების მიღება დაიწყო

19 იანვარი, 2012 • 2137
კინოფესტივალზე “ამირანი” ფილმების მიღება დაიწყო

სტუდენტური კინოფესტივალი “ამირანი” ფილმების მიღებას გახსნილად აცხადებს.

წელს საქართველოდან ჟიურის წარმომადგენელი ნანა ჯორჯაძე იქნება. ჟიურის დანარჩენი წევრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან, მათ შორის– ამერიკელი პროდიუსერი ჯიმ სტარკი, ლოძის კინოსკოლის წარმომადგენელი ანდრეი ბედნარეკი პოლონეთიდან და ფრანკ ალბერსი გერმანიიდან.

ასევე, წარმოდგენილი იქნებიან კორეისა და ჩინეთის კინოსკოლები, რომლებთანაც ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

წლევანდელი ფესტივალის მხარდაჭერის სურვილი კვლავ გამოთქვეს– საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა, გოეთეს ინსტიტუტმა და ფრანგულმა უნივერსიტეტმა.

“ამირანი 2012” 7–დან 12 მაისის ჩათვლით წელს უკვე მეექვსედ გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი