ნეტგაზეთი | გალაკტიონისადმი მიძღვნილი გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში გალაკტიონისადმი მიძღვნილი გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში – Netgazeti
Batumelebi | RU

გალაკტიონისადმი მიძღვნილი გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში

ლიტერატურის მუზეუმში გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ გამოფენა მიმდინარეობს.

როგორც მუზუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ამბობს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც რომელიმე მწერლის შესახებ აქამდე გაკეთებულა.

წარმოდგენილია სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები, ასევე, მწერლის ჩანაწერები, ჩანახატები და ვიდეო მასალა.

”თავის დროზე გალაკტიონს ძალიან უნდოდა, რომ სწორედ ლიტერატურის მუზეუმში ყოფილიყო მისდამი მიძღვნილი გამოფენა და შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ სურვილი ავუსრულეთ”, – ამბობს ლაშა ბაქრაძე. მისივე თქმით, წარმოდგენილი მასალის ნაწილი აქამდეც ყოფილა გამოფენილი, ნაწილი კი მხოლოდ  25– ტომეულშია შესული, რომელიც ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა გალაკტიონ ტაბიძის შესახებ.

ლიტერატურის მუზეუმში გამოფენის გახსნაზე ის ადამიანებიც შეიკრიბნენ, ვინც გალაკტიონ ტაბიძეს პირადად იცნობდა.

გამოფენა 17 მარტამდე გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი