ხელოვნება

ოსკაროსანი რვა ფილმი აკადემიის ახალ პოსტერზე

29 დეკემბერი, 2011 • 1534
ოსკაროსანი რვა ფილმი აკადემიის ახალ პოსტერზე

ოსკარების რიგით 84–ე დაჯილდოებისთვის ახალი ოფიციალური პოსტერი შეიქმნა, რომელსაც შემდეგი სლოგანი ახლავს “Life. Camera. Action”

პოსტერზე აკადემიის ჯილდოსთან ერთად ის ფილმებია გამოსახული, რომლებმაც რვა ათწლეულის განმავლობაში ოსკარის ჯილდო მიიღეს და ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს ხალხის მხრიდან.

თითო ათწლეულიდან თითო ფილმია წარმოდგენილი:

“ქარწაღებულნი”(1939) “კასაბლანკა”(1943) “გიგანტი”(1956) “მუსიკის ჰანგები”(1965) “ნათლია”(1972) “მის დეიზის მძღოლი”(1989) “ფორესტ გამპი”(1994) და “გლადიატორი” (2000)

“აკადემია არა მარტო აფასებს ამ ფილმებს, არამედ აცნობიერებს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვთ მათ საზოგადოებისთვის და ინდივიდუალურად თითოეული ჩვენგანისთვის”, – განაცხადა აკადემიის პრეზიდენტმა ტომ შერაკმა.

პოსტერზე ასევე გამოსახულია თარიღი, როდესაც ოსკარების 84–ე დაჯილდოება შედგება, 2012 წლის 26 თებერვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი