ხელოვნება

რიდლი სკოტის ახალი ფილმი “პრომეთე”

29 დეკემბერი, 2011 • 2489
რიდლი სკოტის ახალი ფილმი “პრომეთე”

2012 წლის დასაწყისში რეჟისორი რიდლი სკოტი მაყურებელს ახალ ფილმს შესთავაზებს. ფილმის სახელწოდებაა “პრომეთე”.

მეცნიერების ჯგუფი იმ საიდუმლოს გასაღებს პოულობს, რასაც ადამიანის წარმოშობა ჰქვია. საიდუმლოს ამოსახსნელად მათ სამყაროს ყველაზე ბნელ კუთხეებში უწევთ მოგზაურობა, სადაც საშინელი ბრძოლა ელით ადამიანთა მომავალი რასის გადასარჩენად.

ფანტასტიკური ჟანრის ფილმში ცნობილი მსახიობები შარლიზ ტერონი და მაიკლ ფასბენდერი მონაწილეობენ.

“პრომეთეს” პრემიერა 2012 წლის 8 იანვარს შედგება.

The International Movie DataBase(IMDB)–ის კრიტიკოსთა მიერ შედგენილ სიაში, “2012 წელს გამსული 20 ფილმი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ”, რიდლი სკოტის “პრომეთეცაა” შესული.

რეჟისორი რიდლი სკოტი სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე ფილმებისთვის– “გლადიატორი”, “ტელმა და ლუიზა” და “შავი ქორის დესანტი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი