კინოხელოვნება

მსახიობთა გილდიის ნომინანტები

15 დეკემბერი, 2011 • 1458
მსახიობთა გილდიის ნომინანტები

2012 წლის მსახიობთა გილდიის დაჯილდოვება 12 იანვარს გაიმართება, ერთი თვით ადრე გილდია ნომინანტების სიას აქვეყნებს.

მამაკაცის  მთავრ როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოზე ნომინირებული არიან:

დამიან ბიჰირი ფილმისთვის ”უკეთესი ცხოვრება”

ჯორჯ კლუნი ფილმისთვის ”შთამომავლები”

ლეონარდო დიკაპრიო ფილმისთვის ” ჯი.ედგარ”

ჟან დუჟარდენი ფილმისთვის ”არტისტი”

ბრედ პიტი ფილმისთვის ”მონიბოლი”

ქალის  მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოზე წარდგენილნი არიან:

გლენ ქლოუზი ფილმისთვის ”ალბერტ ნობსი”

ვიოლა დევისი ფილმისთვის  ”დახმარება”

მერილ სტრიპი ფილმისთვის ”რკინის ლედი”

ტილდა სუინტონი ფილმისთვის ”ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ კევინზე”

მიშელ უილიამს ფილმისთვის ”ჩემი კვირა მერლინთან”

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოს ნომინანტები არიან:

კენეტ ბრანა ფილმისთვის ”ჩემი კვირა მერლინთან”

არმი ჰემერი ფილმისთვის ”ჯი. ედგარ”

ჯონაჰ ჰილი ფილმისთვის ”მონიბოლი”

ნიკ ნოლტი ფილმისთვის ”მებრძოლი”

კრისტოფერ ფლამერი ფილმისთვის ”ახალბედები”

ქალის  მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოზე წარდგენილი არიან:

ბერენს ბეჟო ფილმისთვის ”არტისტი”

ჯესიკა ჩასტინი ფილმისთვის ”დახმარება”

მელისა მაკარტი ფილმისთვის ”მეჯვარეები”

ჯენეტ მაკტირი ფილმისთვის  ”ალბერტ ნობსი”

ოქტავის სპენსერი ფილმისთვის ”დახმარება”

მხატვრულ ფილმში საუკეთესო მსახიობთა ანსაბლის ჯილდოსთვის ფილმები– ”არტისტი” ”მეჯვარეები” ”შთამომავლები” ”დახმარება” და ”შუაღამე პარიზში” გაუწევენ ერთმანეთს კონკურანციას.

მსახიობთა გილდია ჯილდოს სულ 13 ნომინაციაში გასცემს. ყველა ნომინაცია მსახიობთა სამსახიობო ოსტატობასთანაა დაკავშირებული.  გილდია მასში შემავალ მსახიობებს აჯილდოვებს, აღნიშნული ცერემონიალი 1995 წლიდან იმართება.

დღეს ასევე გამოქვეყნდება ოქროს გლობუსის ნომინანტთა სია, თავად დაჯილდოვება კი 15 იანვარს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი