კინოხელოვნება

“სიცოცხლის ხე” წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

15 დეკემბერი, 2011 • 1442
“სიცოცხლის ხე” წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

Toronto Film Critics Association-მა წლის საუკეთესო ფილმად “სიცოცხლის ხე”, ხოლო ფილმის რეჟისორი ტერენს მალიკი, წლის საუკეთესო რეჟისორად დაასახელა.

ფილმი 11 წლის ჯეიკის ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთ-ერთია სამი ძმიდან. მამა ცდილობს ვაჟს ასწავლოს, რომ ცხოვრებაში პირველ ადგილზე საკუთარი თავი უნდა დააყენოს, დედია კი სიყვარულს და მოწყალებას ასწავლის. მშობლებიდან ორივე ცდილობს ჯეკი თავისკენ გადაიბიროს. მისი ცხოვრება ლაბირინთად იქცევა, როცა მთავარი გმირი პირველად შეეყრება ტკივილს, სასოწარკვეთას და სიკვდილს.

“სიცოცხლის ხე”, რომელშიც მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ბრედ პიტი და შონ პენი ასრულებენ, უკვე დაასახელა წლის საუკეთესო ფილმად სან ფრანცისკოს და ფილმების აფრო–ამერიკელი კრიტიკოსების ასოციაციამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი