კინოხელოვნება

ალან რიკმანი ბროდვეის სპექტაკლში – “სემინარი”

5 დეკემბერი, 2011 • 1296
ალან რიკმანი ბროდვეის სპექტაკლში – “სემინარი”
ინგლისელი მსახიობი ალან რიკმანი მრავალფეროვანი როლების შემდეგ ბროდვეის სპექტაკლში ცნობილი ლიტერატორის როლს ითამაშებს, რომელიც წერის გაკვეთილებს უტარებს ოთხ ახალგაზრდას. სპექტაკლს “სემინარი” ჰქვია.
ალან რიკმანს ისეთი განსხვავებული როლები აქვს შესრულებული, როგორებიცაა: მოსიყვარულე ქმარი, ტერორისტი ლიდერი, ცნობილი სევერუს სნეიპი – ჯადოსნობისა და მაგიის პროფესორი, ფილმებში “გრძნობა და გონება”, “კერკეტი კაკალი”, “ჰარი პოტერი” და სხვ. საკუთარი ნიჭის წყალობით ის რამდენიმე თაობისთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი