კინოხელოვნება

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი “ჰუგო”

18 ნოემბერი, 2011 • 1417
მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი “ჰუგო”
მათ საყურადღებოდ, ვისაც არ ეგონა, რომ მარტინ სკორსეზე 3D ფორმატში ფილმს გადაიღებდა, სულ მალე კინოეკრანებზე ახალი სათავგადასავლო ფილმი “ჰუგო” გამოჩნდება.

ფილმი 12 წლის ობოლი ბიჭის შესახებ გვიამბობს, რომელიც 1930–იანი წლების პარიზში, მატარებლის სადგურზე ცხოვრობს. იგი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად საიდუმლოებით მოცულ ისტორიაში ეხვევა, რომელიც მის გარდაცვლილ მამას უკავშირდება.
ჰუგოს მამის როლს ცნობილი მსახიობი ჯუდ ლოუ ასრულებს. მთავარ როლში კი ახალგაზრდა მსახიობს ასა ბატერფილდს იხილავთ, რომელიც უკვე ცნობილია ფილმიდან “The Boy in the Striped Pajamas”.
ფილმი, რომლის ბიუჯეტიც 170 მილიონი დოლარია, კინოგაქირავებაში 23 ნოემბრიდან ჩაეშვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი