“ქოლგა თბილისი ფოტო 2016-ის” საპატიო პრიზი სერგო ედიშერაშვილს გადაეცა

ფოტოკვირეული “ქოლგა თბილისი ფოტო 2016” დაჯილდოებით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, წელსაც გამოვლინდა “როინაშვილის პრიზის” მფლობელი. ეს პრიზი  ფოტოგრაფებს ქართულ ფოტოგრაფიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადაეცემათ. წელს ამ ნომინაციაში სერგო ედიშერაშვილი დაჯილდოვეს ქართული დოკუმენტური ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

"ქოლგა თბილისი ფოტოს" გამაჯრვებული სპეციალურ ნომინაციაში 12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ქოლგა თბილისი ფოტოს” გამაჯრვებული სპეციალურ ნომინაციაში
12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გამოვლინდნენ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებიც. ექვს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. ფოტოგრაფები კონკურსში მონაწილებას 40 სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდნენ. საუკეთესო ფოტოები კი 15 000 ფოტოდან შეირჩა.

საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულთა სია ნომინაციების მიხედვით, ასე გამოიყურება:

საუკეთესო რეპორტაჟი – მატეი პოვსე, ფოტორეპორტაჟისთვის “ახალი ევროპელები”. რეპორტაჟი ავღანელ, ერაყელ აფრიკელ და სირიელ ლტოლვილებს ეხება, რომლებიც უამრავ კილომეტრს გადიან ევროკავშირის წევრ ქვეყნამდე, უნგრეთამდე მისაღწევად.

"ქოლგა თბილისი ფოტო" 2016-ის გამარჯვებული 12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ქოლგა თბილისი ფოტო” 2016-ის გამარჯვებული
12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საუკეთესო დოკუმენტური სერია – მაქსიმ დონდიუკი ფოტოსერიით “დაპირისპირების კულტურა”.  ფოტოსერია უკრაინაში მიმდინარე კონლიქტს ეხება.

"ქოლგა თბილისი ფოტო" 2016-ის გამარჯვებული 12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ქოლგა თბილისი ფოტო” 2016-ის გამარჯვებული
12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საუკეთესო კონცეპტუალური ფოტო პროექტი – მარტა ზგიერსკა ფოტო პროექტით “პოსტ”. პოლონელმა ფოქოგრაფმა საკუთარი პოსტ-ტრავმული ემოციების ფოტოგრაფიაში ასახვა მოახერხა.

ერთი კადრი – ფაუსტო პოდავინი, ფოტოსთვის – “წმინდა გიორგის დღესასწაულის აღნიშვნა”.

საუკეთესო მობილური ფოტო – ლუიზა ჩალათაშვილი, “უსათაურო”.

საუკეთესო მობილური ფოტო სერია – ევგენი როპელი, ფოტოსერიისთვის “სამარის დღიურები”.

"ქოლგა თბილისი ფოტო" 2016-ს გამარჯვებული 12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ქოლგა თბილისი ფოტო” 2016-ს გამარჯვებული
12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ფოტოკონკურსს წელს პირველად დაემატა ახალი პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს. წლევანდელი პრიზი იოანა მარია ფრიცმა აიღო ფოტორეპორტაჟით, “სირკუსის კუნძულები”. “სირკუსის კუნძულები” ისლანდიაში პირველი და ერთადერთი ცირკის პორტრეტია. კუნძულის ლანდშაფტის ფონზე სერიები აერთიანებს არტისტების იდუმალებით მოცულ პორტრეტებს როგორც არენაზე მუშაობის დროს, ისე კულისებში ყოველდღიური რუტინული სამუშაოს შესრულებისას

დაჯილდოების პარალელურად, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსში მონაწილე ფოტოები დაეთვალიერებინათ. საღამო ჯგუფ “Loudspeakers”-ის კონცერტით დასრულდა.

ჯგუფი Loudspeakers "ქოლგა თბილისი ფოტო" 2016-ის გახსნაზე 12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ჯგუფი Loudspeakers “ქოლგა თბილისი ფოტო” 2016-ის გახსნაზე 12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ქოლგა თბილისი ფოტო” კვირეულის ფარგლებში პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენები, მოისმინონ სემინარები და დაესწრონ ვორქშოფებს. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით მთელი მსოფლიოდან. “ქოლგა თბილისი ფოტო” 12 მაისს გაიხსნა და 17 მაისს დასრულდება.

"ქოლგა თბილისი ფოტო" 2016 12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ქოლგა თბილისი ფოტო” 2016 12.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

kolga 09

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.