კინოხელოვნება

“ტინტინის თავგადასავალი”

3 ნოემბერი, 2011 • 2000
“ტინტინის თავგადასავალი”

სტივენ სპილბერგმა საზოგადოებას იმის შესახებ უამბო, თუ როგორ გაუჩნდა იდეა, გადაეღო ანიმაციური ფილმი “ტინტინის თავგადასავალი”.

“ტინტინის თავგადასავალი” ფილმია, რომლის გადაღებაც ცოცხალი მსახიობების მონაწილეობით მიდის, შემდეგ კი კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით ეს ყველაფერი ანიმაციად იქცევა.

ახალგაზრდა გმირი, რომელიც სხვადასხვა, ერთმანეთზე უფრო ჩახლართულ ისტორიებში ეხვევა, ბელგიელმა კომიქსების მხატვარმა ერჟემ გამოიგონა.

“როდესაც ტინტინის შესახებ წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ერთ–ერთი საუკეთესო თავგადასავალი იყო, რის შესახებაც ოდესმე წამიკითხავს და ვიფიქრე, რომ ამ ისტორიაზე ფილმს აუცილებლად გადავიღებდი,” – განაცხადა სტივენ სპილბერგმა.

სცენარის პირველადი ვერსია სტივენ მოფატმა დაწერა, თუმცა სპილბერგს და პროდიუსერ პიტერ ჯექსონს უამრავი ცვლილების შეტანა უნდოდათ. სტივენ მოფატს სცენარის შესაცვლელად აღარ ეცალა, ამიტომ ეს საქმე ედგარ რეიტმა და ჯო კორნიშმა გადაიბარეს.

1983 წელს სპილბერგს უკვე ჰქონდა მოპოვებული ამ სცენარის მიხედვით ფილმის გადაღების უფლება. დაიწერა სამი სხვადასხვანაირი სცენარი, თუმცა სტივენ სპილბერგი არც ერთით კმაყოფილი არ იყო, ამიტომ გადაღებები გადაიდო. სპილბერგმა ოცნება მხოლოდ ახლაღა აისრულა და ახალი სცენარის მიხედვით ფილმი გადაიღო.

ტინტინი ახალგაზრდა რეპორტიორია. იგი ჩაძირული გემის ისტორიას იძიებს, რომელსაც კაპიტანი ჰადოკი ხელმძღვანელობდა და საგანძურზე ნადირობას გადაწყვეტს.

ფილმში ტინტინის როლს ახალგაზრდა მსახიობი ჯეიმი ბელი თამაშობს. მსოფლიო პრემიერა ანიმაციური ფილმისა “ტინტინის თავგადასავალი” 21 დეკემბერს შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი