ხელოვნება

50 ყველაზე სასაცილო ამერიკელი მწერალი

1 ნოემბერი, 2011 • 1429
50 ყველაზე სასაცილო ამერიკელი მწერალი
მწერალმა და კომიკოსმა ენდი ბოროვეცმა 50 ყველაზე სასაცილო ამერიკელი მწერლის შესახებ წიგნი გამოსცა. წიგნში, რა თქმა უნდა, საპატიო ადგილი უჭირავს მარკ ტვენს.

ბოროვეცმა ათასამდე ისტორია მანამდე წაიკითხა, სანამ 50 საუკეთესოს ამოარჩევდა. მწერლის თქმით, იგი ამ ადამიანების ხუმრობებს არა მარტო ქალბატონების მოსახიბლად იყენებდა, არამედ თავის ნაწერებშიც. ბოროვეცი The New Yorker–ის ბლოგერია. მას სატირული ბლოგერის სახელით მოიხსენიებენ.

მარკ ტვენის გარდა, წიგნში ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და დრამატურგი ვუდი ალენიც შევიდა. ასევე ნოველისტი სინქლერ ლუისი, პირველი ამერიკელი მწერალი,  რომელმაც ნობელის პრიზი მიიღო ლიტერატურის დარგში.

ენდი ბოროვეცის თქმით, წიგნზე მუშაობამ მას უდიდესი სიამოვნება მიანიჭა: “მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დახმარებით ხალხი გაეცნობა უზომოდ საინტერესო ნოველებს, რომლებიც, რომ არა ეს წიგნი, შეიძლება არასოდეს წაეკითხათ” განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი