ხელოვნება

საბავშვო “ევროვიზიაზე” საქართველოს სახელით ჯგუფი “Candy” წარდგება

26 ოქტომბერი, 2011 • 1107
საბავშვო “ევროვიზიაზე” საქართველოს სახელით ჯგუფი “Candy” წარდგება

რიგით მეცხრე საბავშვო “ევროვიზიაზე” საქართველოს სახელით ჯგუფი “Candy” წარსდგება.
ჯგუფი 5 წევრისგან შედგება: მარიამ ღვალაძე, ირა კოვანენკო, გვანცა სანებლიძე, ირინა ხეჩანოვი და ანა ხანჩალიანი.

1970–80–ანი წლების დისკოს სტილში შექმნილ სიმღერას Candy Music შეასრულებენ. ბავშვების ასაკი 10–დან 15 წლამდეა.  სიმღერის თემა ისევე როგორც სახელწოდება ბავშვურია და ტკბილეულთან ასოცირდება. სპეციალურად სიმღერისთვის ცეკვაც იდგმება, რომელსაც შოუს ელემენტები ექნება.

ვიდეოკლიპი Candy Music ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნების ტელეარხებზე უკვე ტრიალებს.

წლევანდელი “ევროვიზიის” კონკურსი სომხეთში ტარდება. ერევანში მდებარე კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსი კონკურსს 3 დეკემბერს უმასპინძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი