ხელოვნება

“Be Happy” გალერეა ცხრაში

24 ოქტომბერი, 2011 • 1093
“Be Happy” გალერეა ცხრაში

გალერეა 9–ში ქართველი მხატვრის, სოფო კუპრაშვილის ფერწერული გამოფენა სახელწოდებით “Be Happy” გაიხსნება.
სოფო კუპრაშვილმა ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა, ახალი ნამუშევრები შეექმნა და ბოლო ერთი წლის მანძილზე სწორედ ამ გამოფენისთვის მუშაობდა. მისი ნახატები არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც მრავალჯერ გამოიფინა, ის ერთადერთი ქალი მხატვარი იყო, რომელმაც “მსოფლიო ქალების არტ–კოლექციაზე” საქართველო წარადგინა.
სოფო კუპრაშვილის გამოფენა 25 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, გაიხსნება და დამთვალიერებელს ნახატების ხილვა 31 ოქტომბრამდე შეეძლება. სულ ექსპოზიციაზე 10–მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი