ხელოვნება

“ვიზუალური კულტურა და რელიგიური იმპულსები”

24 ოქტომბერი, 2011 • 1078
“ვიზუალური კულტურა და რელიგიური იმპულსები”

დღეს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა თემაზე – “ვიზუალური კულტურა და რელიგიური იმპულსები”.
გამოფენის ფარგლებში სულ 35 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. სამხატვრო აკადემიაში წელიწადზე მეტია, რაც პროექტი “რელიგია, ვიზუალური კულტურა და საზოგადოება” მიმდინარეობს, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებთან და კონფერენციების ციკლთან ერთად თანმხლებ გამოფენებსაც გულისხმობს.
გამოფენა 15:00სთ–ზე გაიხსნება და გამოხატავს რელიგიური გამოცდილებისა და ვიზუალური კულტურის გადაკვეთას სხვადასხვა ასპექტით.
ექსპოზიციაზე შემდეგი ავტორები იქნებიან წარმოდგენილნი: გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მერაბ აბრამიშვილი, დავით ალექსიძე, გოგა მაღლაკელიძე, ირაკლი ფარჯიანი, ესმა ონიანი, კოკი მახარაძე, ჟანრი მეძმარიაშვილი, ლევან მარგიანი, დათო გაგოშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი