ხელოვნება

კონსერვატორიის ახალი რექტორი ერთხმად აირჩიეს

21 ოქტომბერი, 2011 • 1071
კონსერვატორიის ახალი რექტორი ერთხმად აირჩიეს

კონსერვატორიის ახალ რექტორად რევაზ კიკნაძე აირჩიეს. აკადემიურმა საბჭომ, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება, კონსერვატორიის რექტორად რევაზ კიკნაძის არჩევას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ საბჭოს ერთ–ერთი წევრი, პროფესორი ბეჟან ნამგალაძე აცხადებს. საბჭოს წევრები იმედს ამყარებენ, რომ რევაზ კიკნაძის დახმარებით კონსერვატორია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.
რევაზ კინაძე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. კონსერვატორიის რექტორი მანამდე მანანა დოიჯაშვილი იყო.
რევაზ კინაძე კომპოზიტორი და საქსოფონისტია, ის 20 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა. იგი ასევე კითხულობს ლექციებს და ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის პროფესორია.
აკადემიური საბჭოს შემადგენლობა კი ასეთია: მანანა დოიჯაშვილი, შალვა მოსიძე, გივი მუნჯიშვილი, ლიდა გოგუა, მანანა ანდრიაძე, ნოდარ ანდღულაძე, და ზურაბ ნადარეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი