ხელოვნება

რუსთაველის თეატრში ყველა სპექტაკლი გადაიდო

21 ოქტომბერი, 2011 • 1225
რუსთაველის თეატრში ყველა სპექტაკლი გადაიდო

რამაზ ჩხიკვაძის დაკრძალვამდე რუსთაველის თეატრი სპექტაკლების ჩვენებას წყვეტს. დაგეგმილი ყველა სპექტაკლი გადაიდო. დღეს თეატრში რეჟისორ გიო მგელაძის “გაიღიმეთ ჩიტი გამოფრინდება” უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.
რუსთაველის თეატრში აცხადებენ, რომ რამაზ ჩხიკვაძის დაკრძალვის შემდეგ სპექტაკლების ჩვენება გაგრძელდება და თეატრი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
მსახიობ რამაზ ჩხიკვაძეს 22 ოქტომბერს, შაბათს, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით დაკრძალავენ.
18 ოქტომბერს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი