ხელოვნება

“სუხიშვილების” ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა იხსნება

20 ოქტომბერი, 2011 • 1262
“სუხიშვილების” ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა იხსნება

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ფრიდონ სულაბერიძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს. ფოტოგამოფენის სახელწოდებაა “ქართული გენია როკვით”. ექსპოზიცია “სუხიშვილების” ისტორიას ასახავს და წარმოდგენილია 150–მდე ფოტო, რომლებმაც საქართველოს სხავადსხვა კუთხე მოიარა და ახლა თბილისში გამოიფინება.
ფოტოგამოფენა საღამოს 7 საათზე გაიხსნება და მისი მონახულება დამთვალიერებელს ათი დღის მანძილზე შეეძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი