ხელოვნება

“ბუკერის პრემია” ჯულიან ბარნსს გადაეცა

19 ოქტომბერი, 2011 • 1644
“ბუკერის პრემია” ჯულიან ბარნსს გადაეცა

“ბუკერის პრემიის” 2011 წლის ლაურეატი ბრიტანელი მწერალი ჯულიან ბარნსი გახდა. ბარნსმა ჯილდო რომანისთვის “დასასრულის შეგრძნება” (The Sense of an Ending) მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მწერალი ბუკერის პრემიის შორთ–ლისტში სხვადასხვა წლებში სამჯერ მოხვდა, თუმცა ჯილდო წელს პირველად გადაეცა.
რომანი ერთ ჩვეულებრივ ადამიანზეა, რომელიც თავის წარსულ ცხოვრებას გადახედავს და აღმოაჩენს, რომ მოგონებები, რომლებიც მას გააჩნია არც ისე სრულყოფილია.
2011 წლის შორთ–ლისტი 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ბარნსი თავიდანვე ითვლებოდა ჟიურის ფავორიტად.
ჯულიან ბარნსს უკვე გადაეცა 50 000 ევროს ღირებულების ჩეკი  რომანი კი უკვე მოექცა ბესტსელერების სიის სათავეში.
65 წლის მწერლის ნაწარმოებები დღეისთვის ოცდაათამდე ენაზეა ნათარგმნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი