აფიშახელოვნება

JAM Fest 2016 – მეტალ მუსიკის ფესტივალზე წელს TIAMAT წარსდება

22 აპრილი, 2016 • 1503
JAM Fest 2016 – მეტალ მუსიკის ფესტივალზე წელს TIAMAT წარსდება

მუსიკალური ფესტივალი JAM fest 2016 წლის სტუმარი შემსრულებლების სიას ასაჯაროებს. წელს ფესტივალზე TIAMAT, JINJER, WALKWAYS, SUMMONED TIDE, DISMORIAL, PYRAWEED, MENTALISTY, NAIRI, INFADUS, SERUMHATRED, PERFECT LEGACY, E.T.C. და EUPHORIA წარსდგებიან. ორგანიზატორთა განცხადებით ლაინაფს კიდევ დაემატება ბენდები.

ფესტივალი 4-5 ივნისს ზაჰესის საბაჟო ტერმინალის ტერორიაზე გაიმართება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ბიბლუს გალერიში.

2-დღიანი ფესტივალის ფარგლებში Wacken Open Air-ის შიდაშესარჩევი კონკურსიც ჩატარდება. გამარჯვებული ბენდი გერმანიაში, ფესტივალის ფინალურ შოუზე გაემგზავრება.

JAM Events-ის ორგანიზებული ფესტივალი 2007 წლიდან ყოველწლიურად ეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი