ხელოვნება

მომღერალი პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

21 აპრილი, 2016 • 2308
მომღერალი პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

პრინცი, იგივე პრინს როჯერს ნელსონი, ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი და მსახიობი 57 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

როგორც მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, პრინცი მინესოტაში, საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაში იპოვეს გარდაცვლილი. Indephendent-ის ცნობით, მომღერალს გრიპი ჰქონდა.

BBC-ის ინფორმაციით,  უცნობია მომღერლის გარდაცვალების მიზეზი და მიმდინარეობს გამოძიება.

პრინცი 1980 წელს საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. თავისი კარიერის განმავლობაში მან 30-ზე მეტი ალბომი ჩაწერა და 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.

1984 წელს პრინცმა აიღო ოსკარი, 2004 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ასევე აქვს მიღებული გრემის შვიდი ჯილდო და ოქროს გლობუსი.

მომღერალი პრინცი. ფოტო: EPA

პრინცის აფიშა და ფანები მის მოლოდინში. ფოტო:EPA

ფოტო გადაღებულია 2009 წელის ივლისში, შვეიცარიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი