ხელოვნება

საერთაშორისო სპექტაკლების საფესტივალო პროგრამა იწყება

3 ოქტომბერი, 2011 • 1071
საერთაშორისო სპექტაკლების საფესტივალო პროგრამა იწყება

თბილისის თეატრალურ ფესტივალზე  დღეიდან საერთაშორისო სპექტაკლების პროგრამა (NEW) იწყება.

პროგრამის ფარგლებში, დღეს,  20:00 საათზე, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლი “ვარდ” (“წმინდა გაზაფხული”) იქნება წარმოდგენილი.

სპექტაკლი ტომების რიტუალურ ცეკვაზე დაფუძნებული სანახაობაა. მიწის თაყვანისცემის ნიშნად რიტუალურ ცეკვას ქალები ასრულებენ და ერთ–ერთი მათგანი დედამიწას მსხერპლად ეწირება. თუმცა ამჯერად საიდუმლო რიტუალს მამაკაცები უერთდებიან და მსხვერპლიც მამაკაცია.

სპექტაკლში იგორ სტრავინსკის მუსიკაა გამოყენებული და საინტერესოა არა მარტო ქორეოგრაფიის კუთხით, არამედ იმითაც, რომ დასმა სპექტაკლისთვის სპეციალურად აიყვანა ჰიპ–ჰოპის მოცეკვავეები, რათა მამაკაცური ძალის ხიბლი ენახებინა.

სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და მას კორეული დასი Sungsoo Ahn Pick-up Group წარმოგიდგენთ.

თბილისის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე ქართული სპექტაკლების პროგრამა უკვე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი