ნეტგაზეთი | ქართული ”ქინდლი” და წიგნების პირველი ონლაინ– მაღაზია ქართული ”ქინდლი” და წიგნების პირველი ონლაინ– მაღაზია – Netgazeti
Batumelebi | RU

ქართული ”ქინდლი” და წიგნების პირველი ონლაინ– მაღაზია

www.lit.ge ქართული ელექტრონული წიგნების პირველი ონლაინ–მაღაზიის გაკეთებას აპირებს. საიტზე ასეულობით ახლად გამოცემული წიგნი და ქართული კლასიკური ლიტერატურა დაიდება.

ამაზონის ”ქინდლის” და Barns&Nobl-ის ”nook”-ის მსგავსად ინტერნეტ–მაღაზიას ექნება თავისი ბრენდირებული ელ-წიგნების წამკითხველი მოწყობილობა – ”იოტა რიდერი”, რომელიც მთლიანად გაქართულებულია, აქვს ”თაჩსქრინი”, ”სტილუსით” წერის, ხატვისა და  სხვა დამატებითი ფუნქციები.

გამომცემლობას, წიგის ავტორს ან საავტორო უფლებების მქონე პირს შეეძლება, lit.ge-ს მფლობელებს მიაწოდოს წიგნი ელექტრონულ ფორმატში, რომელსაც დაარედაქტირებენ, გაუკეთებენ კორექტურას, ყდას, გადაიყვანენ შესაბამის ფორმატში და გასაყიდად დადებენ.

წიგნის ავტორი თითოეული გაყიდული წიგნიდან მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას და სპეციალური ინტერფეისის საშუალებით შესაძლებლობა ექნება, ონლაინ–რეჟიმში აკონტროლოს გაყიდვები, ცვალოს წიგნის ფასი წინასწარ შეთანხმებული დიაპაზონის ფარგლებში, დამოუკიდებლად, ან lit.ge-სთან ერთად  აწარმოოს პრომუშენი და მოაწყოს აქციები.

საიტის აღნიშნული ფუნქციებით ამოქმედება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი