ხელოვნება

ირაკლი ნასიძე “ცოცხალი სამკაულების” კოლექციაზე მუშაობს

27 სექტემბერი, 2011 • 3232
ირაკლი ნასიძე “ცოცხალი სამკაულების” კოლექციაზე მუშაობს

ირაკლი ნასიძე
ირაკლი ნასიძე

საფრანგეთში მოღვაწე დიზაინერი ირაკლი ნასიძე, კომპანია “ზარაფხანასთან” ერთად, სამკაულების ახალ კოლექციაზე იწყებს მუშაობს.

ნასიძის თქმით, სამკაული მეტალისგან დამზადდება, მაგრამ “ის ცოცხალი იქნება”. იგი

ამ კოლექციას ფრანგი მხატვრის, ანრი რუსოს ნახატებს ადარებს.

კოლექცია, რომლის პრეზენტაცია თბილისში საახალწლოდ გაიმართება, არ არის განკუთვნილი კონკრეტულად ქართველი ქალებისთვის.  ნასიძის თქმით, მისი შემოქმედება მთელი მსფოლიოს ქალებს ეძღვნება, რადგან ხელოვნებაში არ არსებობს ეროვნება და საზღვრები.

დიზაინერისთვის კოლექციის შთაგონების წყარო არის ის, რაც ასოცირდება თავისუფლებასა და სიკეთესთან.

“ამ შემთხვევაში მე პრიორიტეტი მივანიჭე ფრინველებს. ფრინველები ყოველთვის აქტუალურები არიან ჩემს ხელოვნებაში თავიანთი სიმბოლური დატვირთვით, პლასტიკით, მოძრაობით, იდუმალებით,”– ამბობს ირაკლი ნასიძე.

სამკაულები შესრულებული იქნება ძვირფას მეტალში და  ძვირფასი ქვებითაც მოირთვება. სულ, 12 მოდელი შეიქმნება.

კოლექციაში იქნება  ექსკლუზიური ნაკეთობებიც, რომლებსაც შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებენ.

“ეს იქნება ბეჭდები. თითოეული ნამუშევარი იქნება დანომრილი, ხელით შესრულებული და არა ყალიბში ჩამოსხმული, ინდივიდუალურად მორგებული იმ ადამიანზე, ვისაც ამ ბეჭდის შეძენის სურვილი ექნება”, – ამბობს ირაკლი ნასიძე.

სამკაულები გათვლილია საშუალო და მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანებისთვის. ირაკლი ნასიძე დარწმუნებულია, რომ ამ პროექტს სრული წარმატება ექნება.

ანრი რუსოს ნამუშევარი
ანრი რუსოს ნამუშევარი

მასალების გადაბეჭდვის წესი