ხელოვნება

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი დაიწყო

17 სექტემბერი, 2011 • 1199
ბათუმის საავტორო კინოფესტივალი დაიწყო

ამ წუთებში ბათუმის დრამატულ თეატრში საავტორო კინოს ბათუმის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფესტივალის მთავარი სტუმარი, იტალიელი მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჩამოსვლას ვერ შეძლებს, თუმცა პრიზი მსოფლიო კინენატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის მას გადაეცემა, როგორც ფესტივალის ორგანიზატორებს ჰქონდათ დაგეგმილი.

ბათუმის კინოფესტივალს წელს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანი ესწრება, რომელიც იგივე პრიზით ფესტივალმა შარშან დააჯილდოვა.

კინოფესტივალის გახსნის ოფიციალურ ნაწილს ვუდი ალენის ახალი ფილმი, „შუაღამე პარიზში“ დაასრულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი