ხელოვნება

თბილისის მოდის კვირეული გაიხსნა

1 აპრილი, 2016 • 2649
თბილისის მოდის კვირეული გაიხსნა

31 მარტს  სასტუმრო “რუმსში” თბილისის მოდის კვირეული გაიხნა. კვირეული 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და მის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-ზე მეტი ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი.

კვირეულის ორგანიზატორების განცხადებით, მონაწილეობას მიიღებენ დიზაინერები: ჩუბიკა, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ნინი ჭელიძე, INKY GOLD, ატელიე 27, ტამანინი, Materiel by Lika Chitaia, თამთა შინდელიშვილი და JK LINE. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია ANOUKI, LALO, More is Love და ამერიკაში მოღვაწე გვანცა სალაყაია. მისი პრეზენტაცია რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიმართება.

მათივე ცნობით, “კაფსულა” კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე. ამჯერად იგი ტანგოს პერფორმანსს გამართავს მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე, სარდაფში. სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი ახალგაზრდა ხელოვანის მაქსიმეს ჩვენება/პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდის“ კოლექციას სტუმრები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში იხილავენ, ხოლო კვირეულის პირველი ჩვენება LAKO BUKIAსასტუმრო Rooms Tbilisi-ს მთავარ ლოკაციაზე მოეწყობა.

დიზაინერ ლაკო ბუკიას შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მოდელი წარადგენს სამოსს ქართველი დიზაინერის, ლაკო ბუკიას შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

დიზაინერ ლაკო ბუკიას შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

სამოსი ლაკო ბუკიას შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ქართველი დიზაინერის, ჩუბიკას შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მოდელი წარადგენს სამოსს ქართველი დიზაინერის, ჩუბიკას შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ქართველი დიზაინერის, ჩუბიკას შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ჩუბიკას შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ქართველი დიზაინერის, ჩუბიკას შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მოდელი წარადგენს სამოსს ჩუბიკას შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ჩუბიკას შემოდგომა-ზამთრის კოლექცია 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ჩუბიკას შემოდგომა-ზამთრის კოლექცია 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მაკიაჟს უკეთებენ მოდელს, რომელმაც უნდა წარადგინოს ჩუბიკას შემოდგომა-ზამთრის კოლექცია 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მაკიაჟს უკეთებენ მოდელს, რომელმაც უნდა წარადგინოს ჩუბიკას შემოდგომა-ზამთრის კოლექცია 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მოდელი, რომელიც წარადგენს ქართველი დიზაინერის, ჩუბიკას სამოსს შემოდგომა-სამთრის კოლექციიდან, ემზადება პოდიუმზე გასასვლელად. 31.03.2016 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

გარდა ამისა, თბბილისის მოდის კვირეული ავრცელებს ინფორმაცია მოწვეყლი სტუმრების შესახებაც: მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა, ცნობილი Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი, LVMH სკაუტი და ჟურნალისტი იუ მასუი, პოპ დივების მადონასა და ბიონსეს სტილისტი Justo Artigas. კვირეულის განრიგში არსებული ჩვენებების ძირითად ნაწილს გადაიღებს ბრიტანული VOGUE-ის ფოტოგრაფი საიმონ არმსტრონგი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს 20-მდესაერთაშორისო გამოცემის წარმომადგენელი დაესწრება: VOGUE (UK, Italia, Russia), GLAMOUR UK, Twenty6 magazine, Style du Monde, W Magazine, FW-DAILY.COM, INTERVIEW, Glass Magazine, Oyster Magazine, Allure.ru, Nargis.az, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine, NAYLON Mag და სხვა. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს (ე.წ. Buyers) უმასპინძლებს: H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie, AIZEL. .

მასალების გადაბეჭდვის წესი