4 აგვისტოდან მსოფლიო კინოგაქირავებაში ვიმ ვენდერსის “პინა” გამოდის. ფილმი თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებშიც იქნება ნაჩვენები. თბილისში კინოთეატრი “ამირანი”, ბათუმში კი “აპოლო” სთავაზობს მაყურებელს ფილმს 4 აგვისტოდან. დღეს ბათუმში ფილმის პრემიერაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი, მეორე სეანსზე კი ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
თბილისში კინოთეატრ “ამირანში” კი დღევანდელ სეანსებზე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ბილეთების შეძენა.