ხელოვნება

არდიფესტი დასრულდა

5 ივლისი, 2011 • 1883
არდიფესტი დასრულდა

გუშინ, 4 ივლისს, „არდიფესტის“ საზეიმო დახურვის ცერემონია შედგა. ცერმონიამდე ნაჩვენები იყო თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლი, სკინერის „ბრმა ფერი“ (რეჟ. ნინი ჩაკვეტაძე). ჟიურის გადაწყვეტილებით 7 ნომინაციაში პრიზები ასე გადანაწილდა:

 

1. საუკეთესო დრამატურგი – დათა ფირცხალავა პიესისთვის „ტკბილი სახლი“

2. საუკეთესო მხატვარი – გიორგი უსტიაშვილი სპექტაკლისთვის „სალათის ფოთლები“

3. საუკეთესო კომპოზიტორი – ალექსანდრე ნიკოლაძე სპექტაკლისთვის „სიზმარი“

4. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – გაგა შიშინაშვილი, სპექტაკლისთის „მიაუ“

5. საუკეთესო მსახიობი ქალი – მარიამ კიტია სპექტაკლისთვის „ამას ტურისტებს არ უჩვენებენ“

6. საუკეთესო რეჟისორი – პაატა ციკოლია სპექტაკლისთვის LOVE RATS

7. სპეციალური პრიზი ერგო სპექტაკლს „არა უშავს“, რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე, მსახიობები იაკო ჭილაია და შაკო მირიანაშვილი.

 

ფესტივალის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, მაგრამ 5 ივლისის საღამოს მის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართება–. „შვედური საღამო“ . სამეფო უბნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები წარმოადგენენ შვედურ-ქართული პროექტების შედეგებს. ერთი–ერთი  პროექტი, „ქალთა ხმა“ ქართველი და შვედი ქალი დრამატურგების თანამშრომლობას გულისხმობს. 5 ივლისს მსახიობები წაიკითხავენ პროექტის შედეგად შექმნილ 5 მონოპიესას. აქედან ორი  მათგანი ქართველ ავტორებს, ირმა ტაველიძესა და ნინო სურამელაშვილს ეკუთვნით.

საღამო კი დასრულდება პოპულარული თანამედროვე შვედი დრამატურგისა და მწერლის, იუნას ჰასენ ხემირის პიესის „ხუთჯერ ღმერთი“ კითხვით.

შვედურ საღამოზე“ დასწრება თავისუფალია. სამეფო უბნის თეატრი ღონისძიებას დღეს საღამოს, 5 ივლისს, 19 საათსა და 30 წუთზე უმასპინძლებს.

იუნას ჰასენ ხემირი, შვედი დრამატურგი
იუნას ჰასენ ხემირი, შვედი დრამატურგი

მასალების გადაბეჭდვის წესი