ხელოვნება

ხმაურიანი შაბათი თბილისში

26 ივნისი, 2011 • • 1111
ხმაურიანი შაბათი თბილისში

25 ივნისს თბილისში სხვდასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას რამდენიმე ხალხმრავალი “ივენთი” გაიმართა.

დღის 5 საათზე ლუდის ფესტივალი დაიწყო. სასტუმრო რადისონ ბლუს მიმდებარე ტერიტორია ყვითელქუდიანი ადამიანებით გაივსო, ლუდით ხელში. ლუდის ფესტივალზე, რომელზეც ლუდთან ერთად მუსიკაც იყო, ქართული ჯგუფები უკრავდნენ, მათ შორის ჯგუფი მგზავრები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ღია ცის ქვეშ არაერთი კონცერტი ჩატარებულა, ჯერჯერობით იდეალური ხმის ჟღერადობას ვერ მივაღწიეთ. თუმცა ლუდის ფესტივალთან შედარებით უკეთესი ხმა და სულ სხვა მუსიკა იყო ლისის ტბაზე.

გვიან ღამით ლისის ტბაზე Freedom Music დაიწყო, დღის მთავარი სლოგანით– მიყვარს თავისუფლება. ალკოჰოლი, ცეკვა და ალაგ-ალაგ ადამიანები, რომლებიც სხვების წინაშე დაუზარებლად კოცნიდნენ ერთმანეთს.

ნახეთ გუშინდელი “ივენთების” რამდენიმე ფოტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი