- ექსკლუზიური სადაზღვევო შეთავაზებები ჯიპიაისგან VISA Premium ბარათების მფლობელებისთვის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და VISA-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პარტნიორობის მიზანია VISA-ს პრემიუმ ბარათების მომხმარებლებმა დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი სარგებელი და გამორჩეული სადაზღვევო შეთავაზებები მიიღონ.
მემორანდუმის ფარგლებში პირველი მასშტაბური შეთავაზება ავტოდაზღვევის მიმართულებით იქნება. VISA-ს და ჯიპიაის თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს, რომლებიც 15 ოქტომბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ჯიპიაის ავტოდაზღვევას შეიძენენ ან არსებულ პოლისს განაახლებენ და პოლისის ღირებულებას Visa Signature ან Visa Infinite ბარათით გადაიხდიან, ავტომობილის მოვლის სერვისებზე პრემიუმ შეთავაზებებით და ფასდაკლებებით ისარგებლებენ:
- თბილისის ზონალური პარკირების უფასო საათები;
- ფასდაკლება რეცხვაზე;
- ფასდაკლება საწვავზე (Visa Infinite-ის მფლობელებისთვის SOCAR Prime-ის უფასო გამოწერა, 30 თეთრი ლიტრზე);
- Voovly-ს პრემიუმ პაკეტი (რეცხვაზე და სასურველ ავტოსერვისში წაყვანა უფასოდ, ადგილზე რეცხვა სპეციალურ ფასად).
პაატა ლომაძე ,ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი : Visa-სთან არაერთი წარმატებული ერთობლივი პროექტი გვაკავშირებს და ახალი მემორანდუმი ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა. ამჯერად ჩვენი მიზანია, პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი გავხადოთ და მომხმარებლებს ისეთი ერთობლივი შეთავაზებები შევთავაზოთ, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაზღვევით სარგებლობას გაუმარტივებს და რეალურ დამატებით ღირებულებას შეუქმნის. ავტოდაზღვევი მიმართულება ჩვენთის პრიორიტეტულია, ბაზარზე გამორჩეული პროდუქტი გვაქვს, მხოლოდ ჯიპიაის ავტოდაზღვევის მფლობელებს ყავთ პირადი ავტოექსპერტი Voovly-სგან , რომელსაც პირადი კაბინეტიდან ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიწერონ მანქანასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გატანონ მას მანქანა ნებისმიერი სერვისისთვის და თვითონ დაზოგონ დრო. ჩვენი ხედვით ავტოდაზღვევა მანქანაზე ყოველდღიური ზრუნვაა და ეს თანამშრომლობაც ამ პროცესის ნაწილია, Visa-სთან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, ავტოდაზღვევის ფლობის გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ და მომხმარებლებს მეტი არჩევანი, კომფორტი და სარგებელი შევთავაზოთ.
VISA GEORGIA :
ერთობლივი აქციის ფარგლებში ვიზას პრემიუმ ბარათების მომხმარებლები ავტოდაზღვევის შეძენისას ავტომატურად ერთვებიან ჯიპიაის ლოიალობის პროგრამაში. შემდეგ კი საშუალება ექნებათ თავად აირჩიონ მათთვის სასურველი სარგებელი. ჯიპიაის ლოალობის პროგრამის ბრუნოს გაზრდილი ქულები , ან ავტომობილის მოვლის პრემიუმ სერვისების პაკეტი.
ბრუნოს ქულების არჩევის შემთხვევაში Visa Signature ბარათით გადახდისას მომხმარებელს სტანდარტული 5%-ის ნაცვლად 6% ბრუნოს ქულა დაუგროვდება, ხოლო Visa Infinite ბარათის მფლობელს 7%. ამ ქულების გამოყენებით მომხმარებელი დაზღვევის შეძენას ან სადაზღვევო პრემიის გადახდას შეძლებს.
პრემიუმ პაკეტის არჩევის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები Voovly Premium, თბილისის ზონალური პარკირების უფასო საათები, ავტომობილის რეცხვასთან დაკავშირებული დამატებითი სარგებელი და სხვა სპეციალური პირობები. Visa Infinite ბარათის მფლობელებისთვის შეთავაზება ასევე მოიცავს SOCAR Prime-ის სრულ უფასო გამოწერას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით Visa-სა და ჯიპიაი ჰოლდინგის პარტნიორობის ახალი ეტაპი იწყება. კომპანიები სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას და მომხმარებლებისთვის ახალი ერთობლივი შეთავაზებებისა და სერვისების განვითარებას გეგმავენ.
