15 ივლისს ბათუმში მეტრო მარტის ჰიპერმარკეტი უნიკალური აქციით გაიხსნება

 15 ივლისს, ბათუმში, ჭავჭავაძის #131-ში,  [სამკერვალო ფაბრიკის ყოფილი შენობა], მეტრო მარტის  რიგით მეხუთე ტექნიკის ჰიპერმარკეტი საზეიმოდ და სპეციალური ფასდაკლების აქციებით გაიხსნება.

ჰიპერმარკეტში მომხმარებლებს ტექნიკის ფართო არჩევანი დახვდებათ.

[checklist]

[/checklist]

„ყოველ საათში ერთხელ ჩატარდება წამახალისებელი კონკურსები, რა დროსაც სახალისო და მარტივი  პირობებით მომხმარებლებს ექნებათ საშუალება საჩუქრად მიიღონ Iphone 7, LG-ის და SAMSUNG-ის ტელევიზორები, არისტონის მაცივარი, ლენოვოს ლეპტოპი და სმარტფონები, სამზარეულოს ტექნიკა. გელოდებით ბათუმში, ჭავჭავაძის 131-ში. მომხმარებლების განწყობაზე იზრუნებს დიჯეი, მსახიობები და ილუზიონისტი. ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება“, – აცხადებენ მეტრო მარტში.

მეტრო მარტი ტექნიკის ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და განსაკუთრებულად ხელმისაწვდომი ფასებით და პროდუქციის დიდი არჩევანით გამოირჩევა. ამჟამად ტექნიკის პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 5 ფილილაით არის წარმოდგენილი, მათ შორის თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ახლა უკვე ბათუმშიც.

19883607_10213799014719416_1051432989_n