SES-ის 5 წლის იუბილე საქართველოში

სატელიტურმა ოპერატორმა SES საქართველოში კომპანიის მე-5 გაზაფხულის აღსანიშნავად პარტნიორებისა და მედიისათვის ღონისძიება გამართა

მსოფლიოს წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა, SES-მა, მოაწყო ღონისძიება პარტნიორებისა და მედიასაშუალებებისთვის „მე-5 გაზაფხული საქართველოში“  – რომელიც მიეძღვნა კომპანიის ხუთწლიან წარმატებულ საქმიანობას ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.

ღონისძიება 2017 წლის 28 მარტს, თბილისში, „კაფე მუზეუმში“ გაიმართა და მას წამყვანი მედიასაშუალებების, საკომუნიკაციო კომპანიებისა და სხვა ბიზნესის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება დაიწყო ოფიციალური გამოსვლებით, რასაც მოჰყვა საინტერესო გასართობი პროგრამა და პარტნიორებს შორის საქმიანი კონტაქტების გაცვლა.

ღონისძიება გაიხსნა SES-ისა და მაგთიკომის მაღალი თანამდებობის პირების ოფიციალური გამოსვლებით:

ბნ.-მა სიოდინმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა კომპანიის მოკლე მიმოხილვა, მისი ძირითადი მამოძრავებელი სტიმულების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

კომპანია SES-ის წარმომადგენლის, ბნ. სიოდინის გამოსვლაში ძირითადი აქცენტები შემდეგ საკითხებზე გაკეთდა:

IMG_1118

SES-ის შესახებ

SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 12 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ოთხი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის (ვიდეო, საწარმოები, მობილურობა და მთავრობა). ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და დაწესებულებებს, ისევე როგორც სხვადასხვა ბიზნესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, რომელსაც გააჩნია უდიდესი „პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობა“ [პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობა] (DTH) სატელევიზიო წვდომა ევროპაში და O3b ქსელები, გლობალური მართვადი მონაცემების საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი.