200 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა

6 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ 200  დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემს.

ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 – ერთოთახიანია, 52 – ოროთახიანი,  48 კი  სამოთახიანი.

2013 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, მათ შორის  630 ოჯახს ბინები  „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ ე. წ. „ოლიმპიურ სოფელში“ გადაეცა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.