სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და მომხმარე4ბლის ცნობიერების ამაღლების მიზნით თევზპროდუქტების მწარმოებელ კომპანია „მარშესთან“ ერთად „თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის“- გრძელვადიან კამპანიას იწყებს და ამავდროულად, 17 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში „მარშეს“ მიერ წარმოებულ თევზპროდუქტებზე 15%–იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და დღესდღეობით 16 სუპერმარკეტით წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.
„მარშე“ ქართული საწარმოა, სადაც ცენტრალიზებულად იწარმოება 300-მდე სახეობის პროდუქტი. მარშეს მიერ წარმოებული თევზპროდუქტები უმაღლესი ხარისხის პარამეტრებს აკმაყოფილებს. კომპანიას ნედლეული ნორვეგიიდან და ისლანდიიდან შემოაქვს. წარმოების პროცესი კი ყველა თანამედროვე ტექნოლოგიისა და უვნებლობის პარამეტრების დაცვით ხორციელდება. კომპანიაში დანერგილია მიკვლევადობის სისტემა, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი ხარვეზი დროულად იყოს აღმოჩენილი და გამოსწორებული. სწორედ მარშეს მიერ წარმოებულ თევზის პროდუქტებს სთავაზობს სმარტი თავის სუპერმარკეტებში მომხმარებლებს.
