აბონენტები სადისტრიბუციო კომპანიების წინააღმდეგ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ რამდენიმე დავა განიხილა მოქალაქეებსა და შპს “ყაზტრანსგაზ–თბილისს” შორის. დავების განხილვის შედეგად კომისიამ ოთხ მოქალაქეს, ჯამში, შპს “ყაზტრანსგაზ–თბილისის” მიერ დარიცხული 2478.58 ლარი ჩამოაწერა.

ამავე სხდომაზე კომისიამ წეროვანის კვლევით ინსტიტუტში მცხოვრები მოქალაქეებისა და ერთ–ერთი ინდ. მეწარმის საჩივრები განიხილა სს “ენერგო–პრო ჯორჯიას”–ს წინააღმდეგ, რის შემდეგაც მათ, ჯამში, 2415.08 ლარი ჩამოეწერა.

შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან” არსებული დავა კი –1044,69 ლარზე, კომისიამ სს “ქუთაისის საავიაციო ქარხანის” სასარგებლოდ გადაწყვიტა.